03.06.2023
- Advertisement -spot_img

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ჩვილი გარდაიცვალა

თბილისში ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “ვებგაზეთს” ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.

ჩხაიძის თქმით, ბავშვი ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ჩვილი გალიდან იყო და თბილისში ახლობელთან ცხოვრობდნენ.

მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ციციშვილის სახელობის კლინიკაში 50-მდე პაციენტია მოთავსებული და მათგან 10 რეანიმაციაშია, ერთი კი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კიდევ ერთი ბავშვი, რომელსაც თანმხლები დაავადებები აქვს, მძიმე მდგომარეობაშია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img