ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული 2 ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, ორივე ჩვილი მმართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში 80-მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 32 მშობელია, დანარჩენი – ბავშვი.
„ რეანიმაციაში მოთავსებულია 16 პაციენტი. მათგან ორი ჩვილი 3 კვირაზე მეტია, რაც მმართვით სუნთქვაზე იმყოფება და მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გარდა ამისა, რეანიმაციაში მკურნალობენ სხვა პაციენტებიც, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აქვთ, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან და რეანიმაციაში მკურნალობას საჭიროებენ“,- აღნიშნავს ჩხაიძე.