23.04.2024
- Advertisement -spot_img

ცნობილია ის მამაკაცი, რომელმაც მარნეულში ყოფილი ცოლის ოჯახი ჩაცხრილა

მარნეულში სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.

დაკავებული 29 წლის ელჩინ ალიევია, რომელმაც წუხელ ყოფილი მეუღლე და სიმამრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ასევე სცადა ყოფილი ცოლის ძმის და სიდედრის მკვლელობა – მათ იმავე იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, ამ ეტაპზე დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შეიარაღებული ელჩინ ალიევი ყოფილი ცოლის ოჯახში წუხელ შეიჭრა და წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ოჯახის წევრები ჩაცხრილა. მოკლული ქალი 27 წლის გიულუსტან პილიევაა. მას სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.
 
ფაქტზე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
“ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, 1992 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.

მას ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე – 1994 წელს დაბადებული გ.პ. და მამამისი – 1969 წელს დაბადებული ი.პ. მათსავე საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო იქვე მყოფი გ.პ.-ის დედის – 1974 წელს დაბადებულ ს.ა. -ს და ყოფილი მეუღლის ძმის – 1996 წელს დაბადებული ა.პ. – ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკვლას შეეცადა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ს.ა. და ა.პ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება დაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img