04.12.2021
- Advertisement -spot_img

წყნეთი-ბაგების გზაზე კლდის ჩამოშლის გამო მოძრაობა შეიზღუდება

ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე არსებულ მეწყრულ ზონაში კლდის ნაწილის ჩამოშლის გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

„ადგილზე იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, გეოლოგები და კონსტრუქტორები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დაიგეგმა ფერდის გამაგრების საპრევენციო ღონისძიებები.

შესაბამისად, პრევენციული სამუშაოების წარმოების მიზნით, 26 ნოემბერს, 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და ასევე, 27 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

კახა კალაძე – თუ მირჩევთ როგორ შეიძლება მომღერლები ტენდერის საშუალებით შევარჩიოთ, უდიდეს მადლობას გეტყვით

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საახალწლო ღინისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლოდ ყველფერი ღია სივრცეში იქნება მოწყობილი და ყველა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img