24.04.2024
- Advertisement -spot_img

წულუკიანი – იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში, რაც ძალიან მაწუხებს

“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, აპირებს რომ კულტურის სამინისტროში ხელფასები გაზარდოს, რადგან ვინმეს არ ეგონოს, რომ „მაჩანჩალა სისტემაა“.

„მე არ ვიცი, რამდენი უნდა იყოს ჩვენთან მინიმალური ხელფასი, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა დავასახელო, მაგრამ ამას არ ვიზამ, რადგან კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი წარუმატებელი სსიპ-ის ხელმძღვანელს ხელფასი აქვს 5000 ლარზე მეტი, ხოლო ჩუბინაშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ხელფასი აქვს 700 ლარი. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ მეცნიერული კვლევითი საქმიანობა ფართოდ გაზარდოს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, როცა სსიპ-ებს შორის ასეთი განსხვავებაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img