16.04.2024
- Advertisement -spot_img

ტურისტი, რომელსაც თავს დაესხნენ, პოლონელი ჟურნალისტია, მას 4 ჭრილობა მიაყენეს

ტურისტი, რომელსაც ხეთაგუროვის ქუჩაზე თავს დაესხნენ, პოლონელი ჟურნალისტია. არსებული ინფორმაციით, ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მას აპარატურა ჰქონდა თან. 

თვითმხილველების თქმით, პოლონელ ჟურნალისტს 4 ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს. მას პირველადი დახმარება ახლოს მდებარე აფთიაქის თანამშრომლებმა გაუწიეს. თავდამსხმელი ადგილზე მყოფმა ადამიანებმა, პოლიციის მოსვლამდე დააკავეს. 

დაჭრილი პოლონელი ჟურნალისტი კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უტარდება. ​

⁠”ქართველი დაესხა პოლონელ ჟურნალისტს თავს და 4 ჯერ დაარტყა დანა გულმკერდის არეში. ბიჭები იყვნენ აქ და იმათმა დააკავეს და პირველადი დახმარება გაუწიეს. ეშმაკს ეძახდა”, – ამბობს აფთიაქის თანამშრომელი ტელეკომპანია “ფორმულასთან”. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img