14.08.2022
- Advertisement -spot_img

ტურიზმის ადმინისტრაცია – 2021 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობებიდან $1.2 მლრდ დოლარი მიიღო

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით,  2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.  

ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 2021 წელს შემოსავლების 38% აღდგა, 2020 წელთან შედარებით კი 130%-ზე მეტი. 

ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით, 2021 წელს საქართველოში 1 881 271 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.

აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემთან შედარებით 20%-ია. 2020 წელთან შედარებით კი საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 7.7%-ი პროცენტით გაიზარდა.

2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით ტურისტული ვიზიტების 31%-ი აღდგენილია. 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.

2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების უმეტესი რაოდენობა საჰაერო საზღვრით განხორციელდა. კერძოდ, ვიზიტების 51%-ი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების საშუალებით შესრულდა. აღდგენამ კი 2019 წელთან შედარებით 48%-ია შეადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

EU-მ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img