28.03.2024
- Advertisement -spot_img

“ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ​გარდაიცვალა

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ოჯახის ახლობლის განცხადებით, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

„ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ექსპერტიზაზე გადაესვენებინათ დედის წინააღმდეგობის გამო. დედას არ უნდოდა. ჩვენი ვარაუდია, რომ თრომბოემბოლიით არის გარდაცვლილი იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ როგორ გარდაიცვალა. დაწვა, დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – აქ, სხვა მიზეზი შეუძლებელია“, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

როგორც „ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მომხდარის შედეგად დაზიანებები ჰქონდა და ძლიერი ტკივილები აღენიშნებოდა.

“ვუსამძიმრებ ლექსოს ოჯახს, “ტვ პირველს”, ყველამ ვნახეთ ის კადრები, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ, როგორი ნაცემი იყო და მერე ოპერაციაც გაუკეთეს, მძიმედ იყო, საშინელი ტკივილები ჰქონდა. დილით დედამ იპოვა გარდაცვლილი სახლში, თუმცა ყველას გვინდა, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს”, – განაცხადა წერეთელმა.

ის მედიის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

“დედამისიც და დეიდებიც ექიმები არიან, თავად ამბობდნენ, რომ სავარაუდოდ, თრომბოემბოლია შეიძლება განვითარებულიყო იმიტომ, რომ ძვალი სულ დამტვრეული ჰქონდა, სულ ნაოპერაციები იყო. ალბათ, ამ ყველაფერს ექსპერტიზა დაადგენს. საავადმყოფოდან რომ გამოწერეს, დოკუმენტაციაში რა ეწერა არ ვიცი, მაგრამ მძიმედ იყო და ძლიერი ტკივილები ჰქონდა. ამ ქვეყანაში ვის სჯიან და ვის არა, არ ვიცი. უბრალოდ, დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში. ჟურნალისტების ჟლეტვა თითოეული მედიის, ეს ყველამ ვნახეთ. პასუხისმგებლობა პირადად ირაკლი ღარიბაშვილს და “ქართულ ოცნებას” ეკისრება”,- განაცხადა წერეთელმა.

“ვებგაზეთი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და “ტვ პირველის” თანამშრომლებს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img