TV პირველი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების ნებართვის თაობაზე სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს.
ტელეკომპანიის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ ქვეყნის მასშტაბით გასაჩივრება საკმარისი არ იქნება, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ.
„tv პირველი“ მზადაა, საგამოძიებო უწყებას გადასცეს აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ „არ არსებობს დოკუმენტი, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება. დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ ის უკანონო და არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ ჩაბარდა ტელეკომპანია „tv პირველს“ გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით სასამართლოში, რადგან, სანამ არსებობს ეს განჩინება და ის ძალაშია, მანამდე სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა, იძულების სახით ნებსიმიერ დროს განახორციელონ „ტვ პირველში“ იმ ნივთის ამოღება, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს და რომც არსებობდეს, ტელევიზია ამის გადაცემას არ აპირებს. განჩინება კარგად წარმოაჩენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც ჩანაწერის შინაარსი არ აინტერესებს” ამბობს ადვოკატი.