04.12.2021
- Advertisement -spot_img

უბედური შემთხვევა გადასაღებ მოედანზე – ალეკ ბოლდუინის გასროლას ოპერატორი ქალის სიცოცხლე შეეწირა

ამერიკელმა მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლით ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა. შემთხვევა ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

კინოსტუდიის წარმომადგენლის განმარტებით უბედური შემთხვევა სცენის გადაღების დროს მოხდა, რომელშიც მსახიობი ფუჭი ვაზნებით დატენილი იარაღით ისროდა. 

მსახიობი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა, სამართალდამცავების ყველა კითხვას უპასუხა და შენობა დატოვა. ამ ეტაპზე გამოძიებას ბრალი არავისთვის წარუდგენია.

“ვცდილობთ დავადგინოთ რა პრობლემა ჰქონდა სარეკვიზიტო იარაღს და ვაზნებს”. – წერია პოლიციის განცხადებაში.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ბოლოს, მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა.

“არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას უბედურ შემთხვევაზე, რომელმაც ცოლის, დედის და ჩვენი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ”. – წერს მსახიობი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს

თბილისში, სან-ზონაში 15 წლის მოზარდი მოკლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილი ყვითელი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img