24.11.2024

უკრაინა ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ოფიციალური კიევი ჩინეთს სთავაზობს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს. “უკრაინსკაია პრავდას” ცნობით, ეს განცხადება კულებამ ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო სინჰუანთან ინტერვიუში გააკეთა.

როგორც კულებამ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ.

“ადრე მიგვაჩნდა, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი იყო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტია, თუმცა სამწუხაროდ, მან უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოება არ მოიტანა. ახლა უკრაინა განიხილავს შესაძლებლობას მიიღოს გარანტიები გაეროს უსაფრთხოების საბჭოსგან და სხვა მსხვილი ქვეყნებისგან, მათ შორის ჩინეთისგან. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ჩინეთი იყოს ერთ-ერთი გარანტორი და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ უკრაინა პატივს სცემს და ენდობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას”, – განაცხადა კულებამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img