24.04.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინა – დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათში ოკუპანტების 10 შეტევა მოვიგერიეთ

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დღის განმავლობაში 10 შეტევა მოიგერიეს.

“დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ბოლო 24 საათში რუსი ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს – განადგურდა 5 ტანკი, ხუთი საარტილერიო სისტემა, 6 ჯავშანტექნიკა და მტრის 7 მანქანა”. – წერია განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს – მათი ინფორმაციით, ხერსონში ოკუპანტების მთავარი ძალისხმევა ქალაქიდან ჯარის გაყვანაზეა მიმართული.

ასევე, განცხადების მიხედვით, ამ ეტაპზე ოკუპანტების მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის დამყარებაა. მათივე ცნობით, რუსული ძალების განსაკუთრებული აქტიურობა სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებით შეინიშნება.

ოკუპანტები კვლავ აგრძელებენ აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ბლოკირებას, რომელსაც თავს მარიუპოლიც მცველები აფარებენ – გრძელდება საჰაერო შეტევაც.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img