13.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინა- რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და ქვეყნის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსული სამხედრო ძალები უკრაინაში შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და ქვეყნის დასახლებულ პუნქტებზე სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებენ.

„რუსული ძალები ცბიერად მოქმედებენ და არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და „მწვანე დერეფნების“ დაბომბვას, ტყვედ აჰყავთ ქალები და ბავშვები, ტექნიკას და საბრძოლო მასალებს ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში ათავსებენ. ხელოვნურად ქმნიან ჰუმანიტარულ კრიზისს. ასე მაგალითად, ქალაქი ირპენი რჩება ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშე სამ დღეზე მეტია, მათ არ მიეწოდებათ საკვები და წყალი. ოკუპანტებმა მოქალაქეებს სახლებიდან გამოსვლა აუკრძალეს”, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

გენშტაბში, ასევე, განმარტავენ, რომ რუსები დადგმულ სიუჟეტებს იღებენ რუსული ტელეარხებისთვის, რომელშიც დამპყრობლების მოჩვენებით ჰუმანურობასა და ადამიანურობას უსვამენ ხაზს და ამასთანავე, ქმნიან კონტენტს, რომელიც ნეგატიურად აშუქებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს მტრის შეტევის ყველა მიმართულებით. რუსეთი განიცდის მნიშვნელოვან ადამიანურ დანაკარგს, ასევე ნადგურდება მისი სახმელეთო ტექნიკა და საჰაერო თავდასხმის საშუალებები. ჯარისკაცები ტყვეებად გვბარდებიან,“- აცხადებენ გენშტაბში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img