09.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინა წითელ ჯვარს ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაში დახმარებას სთხოვს

ჰუმანიტარული კორიდერების მოწყობაზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინა წითელ ჯვარს კორიდორების ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს. ახლა უკრაინის მრავალი ქალაქი და სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშე დგას. დასახლებებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საჭმელი, წყალი, წამლები, არაა ელექტროენერგიაც. ათასობით ადამიანი საჭიროებს ევაკუაციას. განცხადებას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

“უკრაინის სახელმწიფო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს საჭირო ქმედებები ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებისთვის და თავის მხრივ, მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვისაა საჭირო“, – წერია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

ევროპაში ინტეგრაციის ვიცე პრემიერ-მინისტრის ოლგა სტეფანიშინიანის განცხადებით, ახლა უკრაინის მრავალი ქალაქი და სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშე დგას. დასახლებებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საჭმელი, წყალი, წამლები, არაა ელექტროენერგიაც. ათასობით ადამიანი საჭიროებს ევაკუაციას.

“უკრაინამ ყველა საჭირო განაცხადი გააკეთა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რათა შეიქმნას სპეციალური კორიდორები ყველაზე საჭირო ნივთების მიწოდებისა და სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაციისთვის. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გვქონდა თანხმობა რუსეთის მხარისგან. შეთანხმება მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგია და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, – აცხადებს სტეფანიშინი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img