უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.
“სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, უკრაინამ კონსულტაციებისთვის ასე გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი.