13.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინამ ტყვეობიდან გაათავისუფლა “აზოვსტალის” 95 დამცველი, მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედრო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლის შედეგად, პატიმრობიდან 144 უკრაინელი დამცველი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო იტყობინება.

“მოხდა პატიმრების მორიგი გაცვლა, რომლის წყალობითაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. გათავისუფლებული 144-დან “აზოვსტალის” 95 დამცველია. მათ შორის 43 “აზოვის პოლკის” სამხედროა“, – ნათქვამია უკრაინის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

მედიის ცნობით, გათავისუფლებულია ეროვნული გვარდიის 49 სამხედრო მოსამსახურე, საზღვაო ძალების – 30 სამხედრო; შეიარაღებული ძალების – 28 მოსამსახურე; სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის – 17 მოსამსახურე; ტერიტორიული თავდაცვის ძალების 9 სამხედრო; და ეროვნული პოლიციის 1 თანამშრომელი.

გათავისუფლებულებიდან ყველაზე უფროსი 65 წლისაა, უმცროსი 19 წლის.

ამავე ინფორმაციით, გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიდან, ასაფეთქებელი მოწყობილობებით მიყენებული ჭრილობები. ყველა მათგანს ახლა შესაბამის გადაუდებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

“საკოორდინაციო შტაბი აგრძელებს მუშაობას რუსეთის ტყვეობიდან ყველა უკრაინელი დამცველის დაბრუნების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img