23.11.2024

უკრაინაში გარდაცვლილი ორი ქართველი მებრძოლების ხსოვნას საქართველოს ექვს ქალაქში დღეს პატივს მიაგებენ

უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას დღეს საქართველოს 6 ქალაქში პატივს მიაგებენ.

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, მოქალაქეები შეიკრიბებიან თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, სამტრედიასა და ფოთში.

„დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი. ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის. მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.

ყველაზე მინიმუმი, რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.

15:00 საათზე საქართველოს 6 ქალაქში პატივი მივაგოთ უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას.

თბილისი – 15:00 საათზე, პარლამენტის წინ; ბათუმი – 15:00 საათზე, ერას მოედანზე; ზუგდიდი – 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე; თელავი – 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე; სამტრედია – 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე; ფოთი – 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი”, – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img