28.11.2021
- Advertisement -spot_img

უკრაინაში ქართველი “კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში 42 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდი, “ლევან გალსკი” იგივე ლევან ბულისკირია დააკავეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, ასევე დაკავებულია 31 წლის ქართველი „კრიმინალური ავტორიტეტი“. ორივე მათგანი უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს სანქციების სიაში იყო შეყვანილი და ქვეყანაში შესვლას დოკუმენტების გარეშე ცდილობდნენ.

ლევან ბულისკირია “ლევან გალსკი” რუსეთის მოქალაქეა, მასთან ერთად დაკავებული 31 წლის “კრიმინალური ავტორიტეტი” კი საქართველოს მოქალაქეა.

ლევან ბულისკირიას კრიმინალურ წრეებში „ლევან გალსკის“ სახელით იცნობენ. მან „კანონიერი ქურდის“ სტატუსი 2012 წელს პირადად ასლან უსოიანისგან (დედ ჰასანი) მიიღო. ის სხვადასხვა დანაშაულისთვის არაერთხელ არის ნასამართლევი. ბოლოს საპატიმროს თავი ყალბი ფსიქიატრიული დასკვნის საფუძველზე დააღწია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img