15.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინიდან გატაცებული ბავშვები, შესაძლოა, რუსებმა უკანონოდ იშვილონ – უკრაინის საგარეო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან იძულებით დეპორტირებული ბავშვები, შესაძლოა, რუსულ ოჯახებმა უკანონოდ იშვილონ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს განზრახვის შესახებ გააფორმოს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციებთან – ე.წ “შეთანხმებები”, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების რუსულ ოჯახებში გადაყვანის საშუალებას მისცემს.

“კრემლის მცდელობა, მისცეს თავის დანაშაულებრივ ქმედებებს უკრაინის ტერიტორიაზე „ლეგალური“ საფუძველი, არის ომის ფუნდამენტური წესებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების ცინიკური დარღვევა.” – ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების მსგავსი ქმედებები შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც გატაცება. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიღონ ზომები რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად.

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, UNICEF-ს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლებს, მიიღონ ზომები შეიარაღებულ კონფლიქტში მყოფ ბავშვებსა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და უკრაინელი ბავშვების ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დასაბრუნებლად.” – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img