09.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური – მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია

რუსეთის შეიარაღებული ძალები მარიუპოლის მუდმივ დაბომბვას მას შემდეგ აგრძელებს, რაც გაჩნდა ინიციატივა მესამე ქვეყნის შესახებ, რომლის დახმარებითაც მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროებისა და ალყაში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია უნდა მოხდეს, – ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული ავიაციისა და მძიმე არტილერიის დარტყმები დღეს გაგრძელდა და ამის შედეგად, უკრაინული ჯარები სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან.

„ჯარისკაცებისა და მოქალაქეების აქედან გაყვანის პროცედურას ვითხოვთ. ჩვენ საერთაშორისო მხარდაჭერა გვჭირდება. აქ ჯერ კიდევ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა. არ ვენდობით რუსებს, გარანტიისთვის ჩვენ სხვა ქვეყნები გვჭირდება. მარიუპოლის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – განაცხადა ვოლინამ.

მან ასევე მოითხოვა, რომ მესამე ქვეყანამ უკრაინული ჯარისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მძიმე დაბომბვის ქვეშ მყოფი „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან უზრუნველყოს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img