ტელეკომპნია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თბილისში დაბრუნდა. ტელეკომპანია ელჩის თბილისში ყოფნის კადრებს ავრცელებს.
„კურიერის“ ჟურნალისტის ცნობით, ელჩი თავის საცხოვრებელ რეზიდენციასთან, დღეს, საღამოს გადაიღეს, თმცა იგორ დოლგოვმა ტელევიზიას კომენტარი არ მისცა.
შეგახსენებთ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი 1 მარტს კონსულტაციებისთვის გაიწვია.