სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 22500-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე რეგისტრირებულია 10 922 დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ. აქედან 7606 არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, 1283 – სახელმწიფო ღალატი, 1534 კოლაბორაციული ქმედება, 87 აგრესორი სახელმწიფოსთვის დახმარების გაწევა, 64 დივერსიული აქტი და 348 სხვა დანაშაული.
უკრაინის გენერალურ პროკურატურის ინფორმაციით, რუსული აგრესიის მსხვერპლი ათასამდე ბავშვი გახდა, აქედან – დაიღუპა 347, დაშავდა 648 ბავშვი.