უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
რეზოლუციაში, რომელიც კიევში 27 მაისს ჩატარებული საეკლესიო კრების შემდეგ მიიღეს, ნათქვამია:
“ეკლესია გმობს ომს, მიიჩნევს მას ღმერთის მცნების: “არა კაც კლა” დარღვევად და გამოხატავს მწუხარებას იმათ გამო, ვინც ომში დაზარალდა.
ეკლესია მიმართავს უკრაინის და რუსეთის ხელისუფლებებს, გააგრძელონ მოლაპარაკების პროცესი და მოძებნონ ძლიერი და გონივრული სიტყვა, რომელიც შეაჩერებს სისხლისღვრას.
ჩვენ არ ვეთანხმებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის პოზიციას უკრაინის ომთან დაკავშირებით.
ეკლესიის საბჭომ მიიღო სათანადო ცვლილებები უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის წესდებაში, რაც ადასტურებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრულ დამოუკიდებლობასა და ავტონომიას”.