24.04.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი საქართველოშია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უკრაინელ კოლეგას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს.

დაგეგმილია პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

გარდა ამისა, დელეგაციის წევრებთან ერთად, დენის შმიგალი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

უკრაინის პრემიერის ვიზიტი საქართველოში 4 ივნისს დასრულდება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img