23.11.2024

უკრაინის პრემიერი – რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის მტრული არმია ძალას კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს, მაშინ როდესაც, უკრაინის არმია ათი ათასობით რეზერვისტით ივსება. მისივე თქმით, ახლა უკრაინა არის თავისუფლებისთვის ბრძოლის მსოფლიო ცენტრი, სამთავრობო გუნდი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით კი, კიევში იმყოფება და არსად წასვლას არ აპირებს.

„მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით.

რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“ , – განაცხადა შმიგალმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img