28.09.2021
- Advertisement -spot_img

უკრაინის პრემიერი – უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებითა და ჩვენი პარტნიორობით

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ორქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთობლივ მიზნებზე ისაუბრა.

„უკრაინელი ხალხის სახელით, ქართველ ხალხს მინდა, ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთთანამშრომლობა. ამ რთული, გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც, პირველ რიგში, კორონავირუსს უკავშირდება, საქართველოში ჩემი ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვხედავთ, რომ ჩვენს ხალხებს სორის ურთიერთობა უფრო ღრმავდება. ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ჩვენი ბიზნესებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არაა მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებითა და ჩვენი პარტნიორობით. ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთობლივ მიზნებს ემყარება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვისაა საჭირო. მინდა, აღვნიშნო ჩვენი პოზიციების, ქმედებებისა და ხედვების აღმოსავლეთპარტნიორობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ჯერ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში სულიერად, მენტალურად მათთან, ვისთანაც არაფერი გვქონია და არც გვექნება გასაყოფი

"ამ დღეს სოხუმი დაეცა.არა მხოლოდ ქალაქი სოხუმი, მთელი საქართველო დაეცა ამ დღეს.მახსოვს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში როგორ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img