15.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის პრემიერი – უპრეცედენტოდ დიდი გამოწვევის მიუხედავად უკრაინამ თესვის კამპანია წარმატებით განახორციელა

უპრეცედენტოდ დიდი გამოწვევის მიუხედავად, უკრაინამ თესვის კამპანია წარმატებით განახორციელა, დაითესა ფართობების 75%. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა დენის შმიგალმა განაცხადა.

„5-7-9 შეღავათიანი სესხის პროგრამის ფარგლებში, ბანკებმა სოფლის მეურნეობის მწარმოებლების მხარდასაჭერად გასცეს 38,5 მილიარდი გრივნა. აქედან 24 მილიარდი გრივნა არის სახელმწიფო პორტფელის გარანტიების პროგრამის ფარგლებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი ტელეგრამზე.

მისი თქმით, ახლა იწყებენ მოსავლის აღებისთვის მზადებას.

შმიგალის თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკრაინის დასავლეთ საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდის ზომებზე მუშაობს.

„მთავრობამ მიიღო ყველა ზომა ისტორიაში ყველაზე რთული სათესი კამპანიის წარმატებით განსახორციელებლად. ახლა წარმატებით უნდა ავიღოთ მოსავალიც,“ – აცხადებს შმიგალი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img