15.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის საგარეო უწყება – ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ მართულ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ საქართველოში, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ აღნიშნული „არჩევნები“ მიზნად ისახავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რომ დღეს გამართული ე.წ კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ აქვს სამართლებრივი შედეგები.

“იმ ფონზე, როდესაც რუსული არმია აგრძელებს უკრაინაში შემოჭრას, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესება შავი ზღვის რეგიონში და შექმნას შემდგომი საფუძველი საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიისთვის , – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img