09.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკს აკონტროლებენ, ბრძოლები აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ბოლო ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკს აკონტროლებენ.

„დამპყრობლები ემზადებიან თავდასხმის ოპერაციების განახლებისთვის, ისინი ამზადებენ პერსონალს რუსეთის ტერიტორიაზე.

ჩვენმა ნაწილებმა წარმატებით მოიგერიეს თავდასხმა დოლგენკოეს დასახლების მიმართულებით. მათ ზარალი მიაყენეს რუს დამპყრობლებს. მტერმა უკან დაიხია.

დონეცკის მიმართულებით საოკუპაციო ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.

მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობებზე.

გარდა ამისა, ლიმანსკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან ესროდნენ უკრაინულ დანაყოფებს ტატიანოვკასა და პისკუნოვკას დასახლებებში, ასევე განახორციელეს სარაკეტო შეტევა ნიკოლაევზე.

ჩვენი ჯარისკაცები აკონტროლებენ ქალაქ სევეროდონეცკს, ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში.

უკრაინის ჯარების განლაგების პოზიციების დასადგენად, მტერი იყენებს ბელოგორივკას ოლქში მოქმედ დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img