უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან 66 ათასზე მეტი უკრაინელი ქვეყნის დასაცავად დაბრუნდა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე” განაცხადა.
მისი თქმით, ამ ადამიანებისგან დაკომპლექტებულია კიდევ 12 საბრძოლო ბრიგადა, რომელიც ქვეყანას იცავს.
„66224 – აი, რამდენი კაცი დაბრუნდა ამ წუთში უცხოეთიდან, რათა დაეცვა თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის უკრაინის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა. უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ!“- განაცხადა რეზნიკოვმა.