16.10.2024
- Advertisement -spot_img

უკრაინის თავდაცვის მინისტრი – უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში მნიშვნელოვანი პროგრესია, მტერს სიურპრიზი ელის

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის განცხადდებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თვალსაზრისით მნიშენლოვანი პროგრესია, რომელიც რუსებისთვის სიურპრიზი იქნება. მისივე თქმით, რუსული მხარის დიდი დანაკარგების გამო ბრძოლების ინტენსივობა შემცირებულია, თუმცა რუსეთი ახალი თავდასხმითი ტალღისთვის ძალების მობილიზებას ცდილობს.

“ვიყენებთ ყოველ წუთს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი დაცვა. ყველა ძალისხმევა ჩვენი დამცველების საჭიროებების უზრუნველყოფაზეა მიმართული.

კომენტარს არ გავაკეთებ იარაღზე და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე – დელიკატური საკითხია, იყოს სიურპრიზად მოწინააღმდეგისთვის. ეს იცოდეთ, არის მნიშვნელოვანი პროგრესი.” – წერს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრის ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინამ 50 000 ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი მიიღო.

“ჩვენი სამხედროები რუსი დამპყრობლების განადგურებისას ყველა მიმართულებით ავლენენ მაღალ ოსტატობას. ნიკოლაევის ოლქში ჩვენი არტილერიის მოქმედებები სახელმძღვანელოში ჩაიწერება.” – წერს რეზნიკოვი.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინა მუშაობს საჰაერო თავდაცვის სფეროში დახმარების მიღებაზე. რეზნიკოვის ცნობით, ჯერჯერობით უპირატესობა აქვს ზღვაზე და ჰაერში, თუმცა მინისტრი დარწმუნებულია, რომ მალე ოკუპანტები რუსეთის ტერიტორიაზე დამალვას დაიწყებენ, რათა საომრად არ გაგზავნონ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img