უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ერთი რუსული გემი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს. მათი ცნობით, Bayraktar TB2-მა Serna-ს პროექტის სადესანტო ხომალდი გაანადგურა. „რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ტრადიციული აღლუმი მიმდინარე წლის 9 მაისს კუნძულ „ზმეინთან“ – ზღვის ფსკერზე გაიმართება,“- აცხადებენ უწყებაში.