23.11.2024

უკრაინული დაზვერვა – პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა

უკრაინული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრძანება გასცა

დაზვერვაში ასევე განმარტავენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ნგრევის უკრაინელი სამხედროებისთვის მისაწერად, რუსული მხარე ცრუ „მტკიცებულებების“ შექმნას ცდილობს, რათა მისი ვერსიის დადასტურება შეძლოს.

კონკრეტულად, უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ ანტონოვის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გოსტმელში უკვე შენიშნეს რუსული მანქანა-მაცივრები, რომლებშიც დაღუპული უკრაინის დაცვის წევრების სხეულებს აგროვებენ. სავარაუდოდ ტერაქტის განხორციელების შემდეგ სწორედ ამ დაღუპულ უკრაინელებს გამოაცხადებენ დივერსანტებად.

„იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო სამხედრო ოპერაციისა და პირდაპირი მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, პუტინი მზადაა მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დათმობების მისაღწევად”, – ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.

ამ დროისთვის ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მთლიანადაა გათიშული საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობიდან. სადგურის ფუნქციონირება შეწყვეტილია.

დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ უკრაინას სადგურის შეკეთების უფლება არ მისცეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img