08.12.2024

უკრაინული დაზვერვა – რუსეთი დნესტრისპირეთში სარაკეტო თავდასხმას ამზადებს

რუსეთი მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე – დნესტრისპირეთზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებს, რამაც შესაძლოა, მოქალაქეებს შორის მსხვერპლიც გამოიწვიოს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ადგილობრივები იღებენ SMS-ებს უკრაინის შეიარაღებული ძალების და სადაზვერვო სამსახურების სახელით. მესიჯები შეიცავს გაფრთხილებას დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე “სარაკეტო და საარტილერიო” დარტყმის შესახებ.

უკრაინული დაზვერვა აღნიშნული სმს-ის ტექსტსაც ავრცელებს:

“უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დაჟინებით გირჩევთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას უსაფრთხო რეგიონებში. გარწმუნებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობას ზიანს არ უსურვებს, თუმცა, ქალაქებში დარჩენილები აღიქმებიან დივერსიულ ჯგუფებად და გაფრთხილების გარეშე განიდევნებიან. ზუსტად 19:00 საათზე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სარაკეტო და საარტილერიო სროლები განხორციელდება”.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ SMS-ის შინაარსი აქტიურად შუქდება რუსული პროპაგანდიული მედიების მიერ.

“უკრაინის სახელმწიფოს არავითარი კავშირი არ აქვს ამ და მსგავს პროვოკაციებთან. ასეთი ინციდენტები შესაძლოა მოხდეს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული დაზვერვის პროვოკაცია უკრაინის და მოლდოვის წინააღმდეგ”. – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img