20.04.2024
- Advertisement -spot_img

უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული, გიორგი გახარიას გუნდის 6-ვე წევრი დეპუტატი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს უერთდება.

მათგან 4 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე შეთანხმების ტექსტს დღეს ხელს მოაწერს. რაც შეეხება დანარჩენ ორს – ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კოვიდ- 19 აქვს.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი ღიაა პარლამენტის ყველა არჩეული წევრისთვის, რომელსაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს როგორც ინიდივიდუალურად, ასევე პარტიის სახელით შეუძლიათ ევროკავშირის ოფისში მისვლა და შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან დოკუმენტზე საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img