20.10.2021
- Advertisement -spot_img

უმრავლესობის დეპუტატი – როდესაც ჟურნალისტები თავის ფუნქციას აღარ ასრულებენ და ღიად იჭრებიან პოლიტიკაში, ეს უკვე მედია აღარ არის

როდესაც ჟურნალისტები თავის ფუნქციას აღარ ასრულებენ და ღიად იჭრებიან პოლიტიკაში, ეს უკვე მედია აღარ არის. რომ არაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე, ეს არის ძალიან ღია შემოჭრა პოლიტიკაში და შესაბამისად, ასეთი მედია ვერ ჩაითვლება ობიექტურ და თავისუფალ მასმედიად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, რამდენიმე მედიასაშულება უკვე პოლიტიკური პარტიების სამოსელს ისხამს და პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან.

„რომ არაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე, ეს არის ძალიან ღია შემოჭრა პოლიტიკაში და შესაბამისად, ასეთი მედია ვერ ჩაითვლება ობიექტურ და თავისუფალ მასმედიად, რადგან ისინი უკვე პოლიტიკური პარტიების სამოსელს ისხამენ და უკვე პოლიტიკურ ბრძოლაში შემოდიან. ეს მანამდეც ასე იყო, თუმცა ამ ფაქტებმა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ესენი არიან პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებლები და თვითონ უკვე ღიად შემოვიდნენ პოლიტიკაში, რაც თავის მხრივ ძალიან კარგია, რადგან ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება გამართონ აქციაც, მოითხოვონ, რაც სურთ. თუმცა მოძალადეების დასჯასთან დაკავშირებით საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ 22 პირი არის უკვე მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, 100 ადამიანია ადმინისტრაციულ წესით დაკავებული, ეს პროცესი მიმდინარეობს და შესაბამისად ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოძალადე დაისაჯოს და პასუხი აგოს კანონის წინაშე. ამაში ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img