23.11.2024

UNICEF-ი – უკრაინის ომი აღრმავებს ბავშვთა მწვავე შიმშილის გლობალურ პრობლემას

გაეროს ბავშვთა სააგენტო აცხადებს, რომ უკრაინაში – მსოფლიოსთვის მარცვლეულის ერთ-ერთ უმსხვილეს მიმწოდებელ ქვეყანაში – მიმდინარე ომი ქმნის საფრთხეს მსოფლიო შევიდეს საკვების კრიზისის “სპირალში”, რაც გააღრმავებს მწვავე შიმშილის პრობლემას ბავშვებს შორის.

17 მაისს გავრცელებულ ანგარიშში UNICEF-ი ამბობს, რომ შიმშილით გამოფიტულ ბავშვებში სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი მკურნალობის ფასი 16 პროცენტით მოიმატებს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად – რაც ემატება კორონავირუსის პანდემიით და კლიმატის ცვლილებებით ისედაც დამძიმებულ ვითარებას საკვების სისტემაში.

“მანამდეც, სანამ უკრაინაში მიმდინარე ომი დაამძიმებდა მსოფლიოში საკვების უსაფრთხოებას, კონფლიქტები, კლიმატური შოკები და COVID-19 უკვე მნიშვნელოვნად ართულებდა ოჯახების შესაძლებლობას გამოეკვებათ თავიანთი შვილები” – ამბობს UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი, კეტრინ რასელი.

ანგარიშის თანახმად, მზა თერაპიული საკვებისთვის საჭირო ნედლი ინგედიენტების ფასი გაიზარდა გლობალური საკვების კრიზისის პირობებში – რომელსაც იწვევს ომი და პანდემია. საფრთხის ქვეშაა აგრეთვე გლობალური სისტემა, რომელიც აფინანსებს მწვავე შიმშილში მცხოვრები ბავშვების გადარჩენას.

წლის ბოლომდე თანხების შედინების გარეშე, 600 000-მდე ბავშვი შეიძლება შეუერთდეს იმ 10 მილიონამდე ბავშვს, რომლებიც უკვე განიცდიან ორგანიზმის მწვავე და სიცოცხლისთვის სახიფათო გამოფიტვას საკვების ნაკლებობის გამო – ამბობს გაეროს ბავშვთა სააგენტო.

წყარო:radiotavisufleba.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img