24.04.2024
- Advertisement -spot_img

ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროკავშირი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ უპრეცედენტო ზომები მიიღოს, თუკი ის უკრაინის მიმართ აგრესიას განახორციელებს

ევროკავშირი მზადაა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვოს, თუკი ის უკრაინის მიმართ აგრესიას განახორციელებს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, არსებული სანქციების გაზრდისა და გაფართოების გარდა, ევროკავშირმა, შესაძლოა, მიიღოს „უპრეცედენტო ზომები, რომელიც რუსეთისთვის სერიოზული შედეგების მომტანი იქნება“.

„ჩვენი პასუხი ნებისმიერ შემდგომ აგრესიაზე შეიძლება იყოს არსებული სანქციების რეჟიმების გაფართოება და რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ დამატებითი, უპრეცედენტო ზომები, რომელიც რუსეთისთვის სერიოზული შედეგების მომტანი იქნება,“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img