“განაცხადებით, უკრაინა მოლდოვა და საქართველო გვეუბნებიან, რომ მათ სურთ ცვლილება, სურთ მეტი დემოკრატია, მათ სურთ თავისუფლება და ძლიერი რეფორმები. გვეუბნებიან, რომ მათ უნდათ ევროპა. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მათთან, მაგრამ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, ლაიენმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატების მისაღწევად პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს.
“საქართველოს აქვს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი, როგორიც უკრაინასა და მოლდოვას აქვს. მათ განაცხადს აქვს ძალა, კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია, ძლიერ კერძო სექტორთან ერთად. წარმატების მისაღწევად ქვეყანა ახლა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, მან უნდა შეიმუშაოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც მოიცავს შესაბამის რეფორმებს, აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობს. ამიტომ, ჩვენ საბჭოს რეკომენდაცია გავუწიეთ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭოს, მაგრამ შეაფასონ, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. რამდენად შორს წავლენ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ეს პირველ რიგში მათ ქმედებებსა და პროგრესზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა ლაიენმა.