09.10.2024
- Advertisement -spot_img

უსუფაშვილი – კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ

კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ამერიკა აღარ მოწონთ? – ამერიკამ თურმე კონსპირაცია დაგეგმა ივანიშვილის წინააღმდეგ – ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, რაც მათ ვიწროპოლიტიკურ ინტერესს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა განცხადებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის მოქმედი წესი გადაიხედოს და აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები არ უკვირს, რადგან “ქართული ოცნება” მზად არის ყველაფერი “მიწასთან გაასწოროს”, რაც მათ ინტერესებს არ შეესაბამება.

“ოცნება” სწორს ლაპარაკობს თუ არასწორს? – არასწორს ლაპარაკობს და კიდევ უფრო არასწორს აკეთებს! როგორც კი მიადგება რაიმე ისეთ საკითხს, რომელიც მათ ძალიან ვიწრო, ავტორიტარულ, პერსონალურ-ეგოისტურ მიზნებს არ შეესაბამება, მზად არიან მიწასთან გაასწორონ ყველაფერი: კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? – ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? – საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ, ამერიკა აღარ მოწონთ? – ამერიკამ თურმე კონსპირაცია დაგეგმა ივანიშვილის წინააღმდეგ. აი, აქამდე არიან დასული, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან თუკი ის, მათ ვიწროპოლიტიკურ ამ წამიერ ინტერესს ეწინააღმდეგება. ამიტომ არ მიკვირს ამ ტიპის განცხადებები,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის 2/3- ით არჩევის წესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „ზოგიერთი თავსმოხვეული კანონი მანკიერია“ და შესაძლოა, მის შეცვლაზე იმსჯელონ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ვის მივცე ხმა: AI-ის რჩევა  დაბნეულ ამომრჩეველს

AI-ის გამოყენება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხმის მიცემისას არ შეცდე და უკეთესი არჩევანი გააკეთო. არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img