09.12.2021
- Advertisement -spot_img

უცნობმა ადამიანებმა, ქავთარაძისა და დიღმის “გუდვილში”, დიმიტრი ცინცაძის ფონდში 10 000 ლარზე მეტი დატოვეს

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მადლობას უხდის იმ უცნობ, კეთილ ადამიანებს, რომელთაც “გუდვილის” ობიექტებში ფონდის ყუთში ფული დატოვეს.

“სულ ასე ხდება… სიკეთის გზა ნათელია!
უკიდურესად მძიმე ფინანსური მდგომარეობაა ფონდში, პანდემიამ ჩვენი დონორების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შეამცირა, ზოგი ბიზნესი დაიხურა, ზოგმა დააპაუზა საქმიანობა, შესაბამისად ფონდში ყოველთვიურად ჩარიცხული თანხები განახევრდა, ბენეფიციართა რაოდენობა კი იმატებს, ბოლო დროს ჩვენს მიერ განთავსებულ განცხადებებზე ოჯახის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული, რადგან ჩვენ ვეღარ ვახერხებთ მათთვის სათანადო ფინანსური დახმარების გაწევას.

ამ დროისთვის 4 ბენეფიციარს სასწრაფოდ ესაჭიროება ძვირადღირებული და სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები გერმანიიდან, ერთი გადასაყვანია ფრაიბურგის კლინიკაში სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად… ასეთ დროს ვახდენთ ყველა რესურსის მობილიზებას, გუშინ “გუდვილის” ობიექტები ჩამოვიარეთ და აი, გზავნილიც კეთილი ადამიანებისგან, საბურთალოს და დიდი დიღმის ფილიალებში 10045 ლარი და 6 დოლარი ამოვიდა, ეს მხოლოდ ქაღალდის ფული, რკინის ფულის ინკასაციაც დღის ბოლომდე განხორცილედება, რაც, როგორც წესი, საშუალოდ 2000 ლარამდე გამოდის ხოლმე.
პირველ რიგში, მადლობა იმ კეთილ ადამიანს/ადამიანებს ვინც მადლი ყუთში ჩაგვიდო და “გაიარა”, ასე უხმოდ და გულიანად, აუცილებლად დაგხვდებათ წინ ჩვენი ანგელოზებისთვის გაწეული სიკეთე, ჩვენს ბავშვებს კი საჭირო წამალი დღესვე მიეწოდებათ.” – წერია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img