27.10.2021
- Advertisement -spot_img

ვახო სანაია – ღარიბაშვილი დღეიდან აღარ არის პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური

ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და უნდა წავიდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა უნდა გადადგეს და პასუხი აგოს „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე.

„ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ არ გვეშინია თქვენი. ყოველთვის იყო მოწოდება, „ნუ მომკლავ“ და დღეს გვაქვს მოწოდება – „ვერ მოგვკლავ!“. ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ მთავრობას, რომელიც უნდა გადადგეს და პასუხი აგოს ჩვენი კოლეგის მკვლელობაზე. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილს საფიქრალად აქვს დილამდე, ღარიბაშვილი აღარ არის დღევანდელი დღიდან პრემიერ-მინისტრი, ის არის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი და ის უნდა წავიდეს“, – განაცხადა სანაიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სანტა ფეს ოლქის შერიფი – ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს იმის დასადგენად, თუ რა მოხდა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე

სანტა-ფეს პოლიციამ ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ პირველი ოფიციალური გაცხადება გააკეთა. ნიუ-მექსიკოს შტატის ხელისუფლება ობიექტურ გამოძიებას...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img