09.12.2021
- Advertisement -spot_img

ვახო სანაიას თავს დაესხნენ – ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის თანმხლებ პირს, (ცოლის ნათესავს) თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, 25 თებერვალს მოხდა. ჟურნალისტი მომხდარს პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს აგრესია მის, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ ჰქონდათ. 

ვახო სანაიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა,  რომ დაზიანება აქვს როგორც თავის არეში, ასევე ხელებზე, ფეხზე და აქვს ძლიერი თავის ტკივილი. მისი თქმით, დაზიანება მიიღო მისმა რძალმაც და თავდამსხმელის მუშტი მასაც მოხვდა.

“პირდაპირ, აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება. დაიწყეს გინება ჩვენს მიმართ, ტვ პირველის მიმართ, საერთოდ ტელევიზიების მიმართ ჰქონდათ აგრესია. ვფიქრობ, რომ ეს არის ასახვა იმის, რა პროპაგანდასაც ეწევიან კრიტიკული არხების მიმართ. ერთ-ერთი, უკვე ფიზიკური სახით გადმოვიდა ჩვენთან, ჩვენს ოჯახზე”, – ყვება ვახო სანაია. 

პირდაპირ, აგრესია ჰქონდაც ჩემ მიმართ, როგორც მედიის წარმომადგნელის მიმართ, ტელევიზიების მიმართ გინება, ჩვენ მიმართ. მათ მიცნეს და ამის შემდეგ დაიწყეს პროვოცირება

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.  შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. 

„გამოძიების ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის – 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი ცოლის ნათესავის, 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img