19.09.2021
- Advertisement -spot_img

ვახტანგ ბუცხრიკიძე – მეორე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის

ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელი იქნება, მას შემდეგ, რაც პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში,- ამის შესახებ “თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის პირველი ნახევარი ქართული ეკონომიკისთვის რთული იქნება.

“ალბათ მეორე კვარტალი საკმაოდ რთული იქნება ეკონომიკისთვის, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის ვაქცინაცია. ასევე, როგორ გაიხსნება ქვეყნის ეკონომიკა ტურისტებისთვის. ეკონომიკის აღდგენა დაიწყება სექტემბერში, ოქტომბერში თუ სხვა პერიოდში დამოკიდებულია ამ ფაქტორებზე. ლარის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელია მას შემდეგ რაც, პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში. ყველა ბიზნესის შესაძლებლობა არის გაცილებით მცირე და პოტენციალიც ნაკლები, ვიდრე ეს იყო კრიზისამდე”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ცნობისთვის, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0272 ლარი შეადგინა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img