არ ვიცი, ვინ გითხრათ, რომ სპეცრაზმი არ იყო გამოყვანილი. ჩვენ სპეცრაზმი გამოვიყვანეთ. ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც „რობოკოპებივით“ ჩაცმულებმა უნდა იარონ. ისინი არიან ჩვეულებრივი პოლიციელები, ხოლო ამ ასხმულობით უნდა აღიჭურვონ მაშინ, როდესაც ეს საჭიროა და ეს ადამიანები გამოსულები იყვნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
„მომხდარზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ყოველთვის იღებს, ხოლო რაც შეეხება ჩემს გადადგომას, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრი ოცნებობს. პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით, ამას აქვს შესაბამისი პროცედურები, როცა დამიბარებენ, მივალ. 3200 პოლიციელი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან იყო 3 ლოკაცია, შემდეგ იყო 8, ბოლოს კი უკვე 20 ლოკაცია. 20 ლოკაციაზე რომ გადაანაწილო 3200 ადამიანი, ერთ ლოკაციაზე გამოვა დაახლოებით 150 ადამიანი. მეტის დამატების საშუალება ფიზიკურად არ იყო. რისი საშუალებაც იყო, მთელი თბილისის მასშტაბით გავანაწილეთ“, – განაცხადა გომელაურმა.