20.04.2024
- Advertisement -spot_img

ვახტანგ გომელაური – დმანისში ინციდენტი ამოიწურა, შერიგდნენ, თუმცა რაღაც მასშტაბით პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, იქნება კონტროლი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დმანისში მთელი ღამის განმავლობაში საპოლიციო ძალები დარჩებიან.

როგორც შსს მინისტრა ჟურნალისტებთან განაცხადა, კონფლიქტი ამოწურულია და მხარეები შერიგდნენ.

„რაც შეეხება თვითონ თემას, ინციდენტი დღეს ამოიწურა, შეხვდა ორივე მხარე, შერიგდნენ, იმედია, აღარ გაგრძელდება.

ჩვენ პოლიციურ ძალებს ვტოვებთ რაღაც მასშტაბით, დამატებითი ძალები დარჩებიან რა თქმა უნდა და იქნება კონტროლი. ასპროცენტიანი ვერავინ იტყვის, ხვალ რა მოხდება, შეიძლება დმანისში არ მოხდეს და სამეგრელოში მოხდეს, ვერ გაიგებ თემას ნამდვილად.

მაქსიმალურად ვცდილობთ კონფლიქტი ამოიწუროს, ყველა ჩართული იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საპატრიარქოს, ჩამობრძანებული იყო მამა ანდრია ჯაღმაიძე, მამა კირიონი, ასევე მეუფეები იყვნენ ჩართულები, დიდი მადლობა მათ“, – აცხადებს გომელაური.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img