ტელეკომპანია მაესტროს დირექტორი ვაკო ავალიანი პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ავალიანმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე”-ზე თავად დაწერა. როგორც ვაკო ავალიანი წერს, არხზე რამდენიმე პროექტით ბრუნდება მუსიკოსი გია გაჩეჩილაძე, იგივე უცნობი, არხის ახალი პრიორიტეტები კი მისთვის მიუღებელია.
“ვტოვებ მაესტროს, სადაც კარგი მეგობრები და საქმის ერთგული მაგარი ადამიანები შევიძინე. გაიგე ამბავი – არხის სლოგანია, რომელიც სრულად ესადაგება სამაუწყებლო ბადეს. არხზე ბრუნდება გია გაჩეჩილაძე (რამდენიმე პროექტით). არხის ახალი პრიორიტეტები ჩემთვის მიუღებელია! ყველაფრის მიუხედავად, წარმატება მაესტროს და მაესტროელებს”. – წერს ვაკო ავალიანი.