19.03.2024
- Advertisement -spot_img

ვაქცინაციაში სამხედრო ექიმები ჩაერთვნენ

1tv.ge

თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. ინფორმაციას თავდაცვის სმაინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – აცანასა და აკეთში იმყოფებოდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. სამხედრო ექიმები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები სხვადასხვა რეგიონის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img