28.11.2021
- Advertisement -spot_img

ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმის და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, იმსჯელეს ე.წ მწვანე პასპორტების შესახებ, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა. აღნიშნულ საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და ის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, დასამტკიცებლად, უახლოეს პერიოდში წარედგინება. გარდა ამისა, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა ტიპის შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი.

“სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკაზე, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში. აღინიშნა, რომ სისტემა მზად არის ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

როგორც ცნობილია, უქმე დღეებთან დაკავშირებით, 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, რაც, ისევე, როგორც უქმე დღეების გამოცხადება, მობილობის მაქსიმალურად შემცირებას და ვირუსის გავრცელების შეკავებას ისახავს მიზნად.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა

ისრაელმა კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" 7 შემთხვევის დადასტურების გამო საზღვრები ჩაკეტა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. დროებითი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img