23.11.2024

ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალი ჩაირთო, მაგრამ პორტალზე “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი პორტალი, რომელიც კიბერშეტევის გამო, გათიშული იყო, ჩაირთო, თუმცა პორტალზე “სინოფარმის” ვაქცინაზე რეგისტრაცია კვლავ ვერ ხერხდება. პორტალზე ვაქცინების ჩამონათვალი არ ფიქსირდება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, პორტალი ჰაკერული დაზიანების შემდეგ ჯერ-ჯერობით ტესტურ რეჟიმში მუშაობს.

“მალე პორტალი სრულად გაიმართება და “სინოფარმით” რეგისტრაცია დაიწყება”, – აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისათვის, 6 ივლისს 12:00 საათიდან booking.moh.gov.ge-ზე ჩინურ “სინოფარმზე” რეგისტრაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო, თუმცა პორტალი გაითიშა და მოქალაქეები ვაქცინაზე რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.

ვაქცინაციის პორტალ booking.moh.gov.ge-ზე კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img